ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუთშაბათს, 23 აპრილს, ტემპერატურა იკლებს და მთელი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
თუმცა უამინდობა საბერძნეთში დიდხანს არ გასტანს.
მეტეოროლოგი ღიორღოს ცატრაფილიასი აცხადებს, რომ წვიმა და ადგილობრივი ქარიშხლები მთელი დღის განმავლობაში გასტანს ჩრდილოეთ საბერძნეთში და შესაძლებელია გათოვდეს საბერძნეთის მთიან რეგიონებში. ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი კუნძულ კრეტაზეც.
ტემპერატურა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით 17-18 გრადუსამდე მოიმატებს.
დაუბერავენ იონიის ზღვის კუნძულებზე 6 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
ათენში შუადღის საათებამდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი. ტემპერატურა კი 15 გრადუსს არ გადააჭარბებს.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ამინდი კვირიდან, 26 აპრილიდან გაუმჯობესდება.
