Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საზოგადოებამსოფლიო

” ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო”- წერს ბილ გეიტსი

“ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო”-ასე დაასათაურა Microsoft-ის დამფუძნებელმა და ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბილ გეიტსმა მისი  უკანასკნელი წერილი, რომელშიც ის ამ ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე წერს.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ის უმეტესწილად დადებითად უყურებს, მაგრამ ცხადია აფასებს იმ რისკებსაც,რომლებიც ამ და ყველა ტექნოლოგიას ყოველთვის თან სდევს.

მისი განცხადებით ამ ტექნოლოგიის განვითარება სამყაროზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორც თავის დროზე მობილურისა და ინტერნეტის გამოგონებამ გამოიწვია.

მისი განვითარება ისეთივე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მიკროპროცესორის, პერსონალური კომპიუტერის, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის შექმნა იყო.     ხელოვნური ინტელექტის გარშემო ინდუსტრიები მოეწყობა და კომპანიები ერთმანეთს მისი გამოყენებით შეეჯიბრებიან.

თავის ვრცელ წერილში, ბილ გეიტსი საუბრობს იმ ინდუსტრიებსა და სექტორებზეც, რომელთა განვითარებას, მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად დააჩქარებს.

ერთ-ერთი ასეთი სფერო ჯანდაცვაა, რომელშიც, ბილ გეიტსი წლებია, რაც ჩართულია.

მისი შეფასებით, ამ ტექნოლოგიის  გამოყენებით, მედიკამენტების დამზადების პროცესი გამარტივდება, ხოლო ექიმები მეტად ზუსტი დასკვნების გაკეთებას შეძლებენ, რადგან იმ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის მონაცემებს, რომლებსაც ექიმები, როგორც წესი, თავად ამუშავებენ, მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს, თანაც გაცილებით მალე და ფაქტობრივად უშეცდომოდ.

ადამიანების მოვლასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი დააჩქარებს სამედიცინო აღმოჩენების ტემპს.  გარკვეული კომპანიები ამ გზით სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უკვე ავითარებენ.

შემდეგი თაობის ხელსაწყოები გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება და მათი გამოყენებით მეცნიერები მედიკამენტების გვერდითი ეფექტების დადგენას და სწორი დოზირების განსაზღვრას შეძლებენ.

“ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გეიტსების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ისაა, რომ ეს ხელსაწყოები გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ღატაკ ადამიანებს აწუხებთ, ვგულისხმობ შიდსს, ტუბერკულოზსა და მალარიას”, – ვკითხულობთ ბილ გეიტსის მიერ გავრცელებულ წერილში.

გაფიცვა გაუქმებულია- მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *