Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ – მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება

89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ – მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება

89 წლის კაცმა, რომელმაც საბერძნეთის სახელმწიფო სამსახურსა და სასამართლოში ცეცხლი გახსმა, 30 აპრილამდე ითხოვა დრო ჩვენების მისაცემად. 

დაკავებულს დღეს დაკითხავენ, ხოლო დაკითხვის შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი სისხლისსამართლებრივ ბრალეულობასთან დაკავშირებით.

ამჟამად 89 წლის კაცს ბრალი ედება: 

  • ორი ან მეტი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობაში,
  • სასამართლოს შენობაში იარაღის უკანონო შეტანაში,
  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში,
  • დაკავებულის ბრალი კიდევ მოიცავს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონით დარეგულირებული ურთიერთობების დარღვევას (არაერთ მუხლს).

გთავაზობთ ამ დრომდე პოლიციისთვის მიცემული ჩვენებიდან ნაწყვეტს:

“შობის დღესასწაულამდე დავგეგმე ΙΚΑ-ში, სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში მისვლა იარაღით, რომ მესროლა, თუმცა არავის მოკვლა არ მქონია განზრახული. ზამთარში მინდოდა ამის გაკეთება, რადგან შემეძლო მცმოდა მოსაცმელი და დამემალა იარაღი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი ვერ მოვახერხე გეგმის განხორციელება.”

იარაღთან დაკავშირებით დაკავებული აცხადებს, რომ ის 1500 ევროდ შეიძინა 4 წლის წინ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *