Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან ისაუბრა 13 ბიჭის ექიმმა, იანნის მიხოპულოსმა, რომლის სიცოცხლეც 29 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა: “დაბადებიდაბ ვიცნობდი ამ ბავშვს. ბებიას მოჰყავდა ხოლმე კლინიკაში. ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა მძიმე დაზიანებებით, ფაქტობრივად პულსის გარეშე, კლინიკურად მკვდარი. სასწრაფო დახმარების ექიმებმა გვითხრეს, რომ გზიდანვე დაიწყეს მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. საათი და თხუთმეტი წუთი ვცდილობდით შეუჩერებლად მისთვის სიცოცხლის ნიშნების დაბრუნებას. თუმცა უშედეგოდ.. ტრაგედიაა ხედავდე პატარა ბავშვის გარდაცვალებას.. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა.”

შეგახსენებთ, რომ ანდრიცენა-კრესტენონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევა 29 აპრილს საღამოს 7:30 საათზე მოხდა. არასრულწლოვანი სკუტერს მართავდა, როცა საპირისპიროდ მიმავალ სამიწათმოქმედო მანქანას შეეჯახა, რომელსაც 53 წლის კაცი მართავდა.

შეჯახების შედეგად არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული კრესტენონის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სადაც ექიმები საათების განმავლობაში ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *