ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო
ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო
1984 წლიდან 2025 წლამდე საბერძნეთში 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარის მკვეთრი კლება დაფიქსირდა.
აღნიშნული კვლევა ბერძენი მეცნიერების მიერ ჩატარდა კოორდინირებული საერთაშორისო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც საბერძნეთში 2000 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ათი მთის თოვლის საფარის ცვლილებებს გამოსაკვლევად განხორციელდა. კვლევები შეეხო,: ოლიმპოს, ფალაკროს, ცუმერკას, ჩრდილოეთ პინდოსის მთებს, ჰელმოსს, ზირიას, ღრამოსს, ვორას, გიონასა და ვარდუსიას მთებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის, ათენის ეროვნული ობსერვატორიის, ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევისა და საბერძნეთის მთის ობსერვატორიის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ზემოთხსენებულ მთებში თოვლის საფარი 58%-ით შემცირდა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ თოვლის საფარის კლებას ტემპერატურის განსაკუთრებული მატება იწვევს.
შეგახენებთ, რომ თოვლი წყლის მომარაგების ძრითადი წყაროა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მოსავლის მისაღებად და მთის ეკოსისტემისთვის.
