Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მანევრი, რომელიც 18 წლის ბიჭმა ქალის გადასარჩენად გამოიყენა

მანევრი, რომელიც 18 წლის ბიჭმა ქალის გადასარჩენად გამოიყენა

როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია გუშინ, 25 აპრილს 18 წლის ბიჭმა სალონიკში, ერთ-ერთ რესტორანში ქალი დახრჩობას გადაარჩინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს ლუკმა გადასცდა, ხოლო თოდორის ზაპრისმა კი ის ჰეიმლიხის მანევრის გამოყენებით იხსნა.

ჰეიმლიხის მანევრის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა დაზარალებული უკვე პანიკაშია. თუ ახველებს და საუბარიც ჯერ კიდევ შეუძლია, ნუ ჩაერევით, აცადეთ, სასულე თავად გაისუფთავოს.
გააფრთხილეთ მსხვერპლი, რომ დახმარებას აპირებთ, ზურგიდან ამოუდექით (ეს მაშინ, თუ გონება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ზის ან დგას) და წელზე ხელები შემოაჭდეთ. ცალი ხელით მუშტი შეკარით და ჭიპის ოდნავ ზემოთ მიადეთ, ისე, რომ ცერი მისი სხეულისკენ იყოს მიმართული. მეორე ხელი საკუთარ მუშტს დააფარეთ და ორივე ხელით რამდენიმეჯერ სწრაფად უბიძგეთ შიგნით და ზემოთ. ასეთი მანევრის ჩატარება მანამდე მოგიწევთ, სანამ მსხვერპლი უცხო სხეულს არ გადმოაგდებს ანდა გონებას არ დაკარგავს..
ჩვილებში ჰაიმლიხის მანევრის ჩატარება სარისკოა. ამ დროს საკმაოდ დიდი წნევა ვითარდება, ამან კი შეიძლება პაწაწუნა ელენთა ან ღვიძლი გახეთქოს. აქ სხვაგვარი ტექნიკა დაგჭირდებათ: ხელი მუხლზე დაიდეთ და ზედ ჩვილი გადაიწვინეთ, თავს კი მტევანი შეაშველეთ . ბეჭებზე რამდენიმეჯერ დაჰკარით მტევნის კიდე, თან ყოველ ჯერზე პირი შეუმოწმეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ უცხო სხეულს უკან არ ამოაგდებს.
იყავით მშვიდი და თავდაჯერებული კრიტიკულ სიტუაციაში. ამ ილეთში არაფერია ძნელი, უბრალოდ , იცოდეთ და გახსოვდეთ . შეიძლება, ვიღაც სიკვდილისგან იხსნათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *