Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან

იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან

ექსპერტები ცურვის მოყვარულებისთვის იასამნისფერ მედუზებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საბერძნეთის ზღვებში მედუზების გამოჩენა ბუნებრივი მოვლენაა და სულაც არ წარმოადგენენ ისინი საფრთხეს მოცურავეებისთვის.

ტელემაუწყებელ ΕΡΤNews-ზე საუბრისას ჰიდრობიოლოგი და საზღვაო დაცვის ინსტიტუტის “არქიპელაგოსი”-ს დირექტორმა, ანასტასია მილიუმ აღნიშნა, რომ მედუზები მილიონობით წლის განმავლობაში საზღვაო ეკოსისტემის ნაწილები იყვნენ: “პანიკის მიზეზი არ არსებობს. უკვე მილიონობით წელია ისინი საზღვაო ეკოსისტემის ნაწილები არიან. გაზაფხული ზღვისთვის მაგიური პერიოდია და გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით და სწორედ ამ ბუნებრივი პროცესის ფარგლებში ხდება მედუზების გამრავლება, ძირითადად ღია ზღვაში.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *