Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მაისში მობრუნებული ზამთრის სუსხი – თოვლის საფარი და მისი მნიშვნელობა სასმელი წყლისთვის

მაისში მობრუნებული ზამთრის სუსხი – თოვლის საფარი და მისი მნიშვნელობა სასმელი წყლისთვის

რამდენიმე დღის წინ მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ, რომელიც საბერძნეთში თოვლის საფარის 58%-ით კლებაზე საუბრობს, მოსახლეობის აღელვება გამოიწვია, თუმცა მაისის თვეში უჩვეულოდ წამოსულმა ორ დღიანმა თოვლმა საბერძნეთის მთიან რეგიონებში მოსახლეობაში იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

1984 წლიდან 2025 წლამდე საბერძნეთში 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარის მკვეთრი კლება დაფიქსირდა.
აღნიშნული კვლევა ბერძენი მეცნიერების მიერ ჩატარდა კოორდინირებული საერთაშორისო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც საბერძნეთში 2000 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ათი მთის თოვლის საფარის ცვლილებებს გამოსაკვლევად განხორციელდა. კვლევები შეეხო,: ოლიმპოს, ფალაკროს, ცუმერკას, ჩრდილოეთ პინდოსის მთებს, ჰელმოსს, ზირიას, ღრამოსს, ვორას, გიონასა და ვარდუსიას მთებს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის, ათენის ეროვნული ობსერვატორიის, ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევისა და საბერძნეთის მთის ობსერვატორიის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ზემოთხსენებულ მთებში თოვლის საფარი 58%-ით შემცირდა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ თოვლის საფარის კლებას ტემპერატურის განსაკუთრებული მატება იწვევს. 

შეგახენებთ, რომ თოვლი წყლის მომარაგების ძრითადი წყაროა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მოსავლის მისაღებად და მთის ეკოსისტემისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *