სოციალურ პროგრამაში – ტურიზმი ყველასთვის – რეგისტრაციას მსურველები 3 მაისამდე შეძლებენ
სოციალურ პროგრამაში – ტურიზმი ყველასთვის – რეგისტრაციას მსურველები 3 მაისამდე შეძლებენ
3 მაისამდე გადაიწია რეგისტრაციის ვადამ სოციალურ პროგრამაში “ტურიზმი ყველასთვის” მონაწილეობის მისაღებად.
3 მაისს, 23:59 საათზე იხურება პლატფორმა.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 3 მაისამდე შესაძლებელია კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის, ΕΦΚΑ-ში დაზღვეულთათვის და უმუშევრებისთვის.
პროგრამაში დიდი რაოდენობით მონაწილეობის მიღების მსურველთა გამო სისტემას ჰქონდა ხარვეზები და რეგისტრაციის ტემპიც საკმაოდ შენელდა. წარუმატებელი რეგისტრაციის გამო კი მოქალაქეებს არაერთხელ მოუწიათ განცხადებების გაკეთება.
აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრაციის ვადამ 3-ჯერ გადაიწია.
პროგრამის ფარგლებში არატურისტული სეზონის პერიოდში პროგრამაში მონაწილეებს 2026 წლის 18 მაისიდან 2027 წლის ივნისის ბოლომდე შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო დაფინანსებით შვებულების გატარებისას.
რეგისტრაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე.
