ღიორღოს მოსხურისი დიაგნოსტიკური ცენტრის წინ მოკლეს: დანაშაულის ადგილზე 54 ტყვია იპოვეს
ღიორღოს მოსხურისი დიაგნოსტიკური ცენტრის წინ მოკლეს: დანაშაულის ადგილზე 54 ტყვია იპოვეს
6 მაისს საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც ბრალად ღიორღოს მოსხურისის მკვლელობა ედებათ.
ეჭვმიტანილები პოლიციამ მკვლელობის დღიდან ერთი წლის თავზე დააკავა.
მკვლელობის დღეს ბერძნული მაფიის ცნობილი წევრი პაპანიკოლის ქუჩაზე მდებარე დიაგნოსტიკურ ცენტრში იმყოფებოდა გამოკვლევებისთვის, რადგან კოსმეტიკური. პროცედურების ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი.
მოსხურისის მკვლელობა სამხედრო ოპერაციას ჰგავდა. კაცი ხალხით სავსე ქუჩაში ჩაცხრილეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თავდასხმის დროს მჭიდები შეცვალეს სროლის გასაგრძელებლად, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მიზანს სასიკვდილოდ საკმარისი ჭრილობები მიაყენეს. აღნიშნულს ადასტურებს დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი 54 ვაზნაც.
გარდაცვალებამდე მოსხურისი დიდ დროს ატარებდა დუბაიში.
გარდაცვლილის ზედმეტსახელები მაფიოზურ სამყაროში “ბუჩქი” და “ნოტარიუსი” იყო. მას “ბუჩქს” დანაშაულის ჩადენის დროს არჩეული ტაქტიკის გამო ეძახდნენ, რადგან ძირითადად თავდასხმამდე ბუჩქებს ეფარებოდა.
