Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე

კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე

კრუიზი MV Hondius-ი, რომელზეც 150 მგზავრი იმყოფება და არგენტინიდან კაბოვერდესკენ დაახლოვებით 3 კვირის წინ გაემგზავრა, ატლანტის ოკეანეში უმისამართოდ დაცურავს გემზე გავრცელებული ჰანტავირუსის გამო, რომლის შედეგადაც  სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 8 ადამიანს კი ოფიციალურად დაუდასტურდა ვირუსის ორგანიზმში არსებობა. 

ჰანტავირუსი პირ­ვე­ლად აზი­ის ქვეყ­ნებ­ში 1950 წელს გა­ვრცელდა. ადა­მი­ა­ნებ­ში ვირუსი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა და მისი ადამიანისგან ადამიანზე გადაცემაც დღემდე საკმაოდ იშვიათ შემთხვევად ითვლებოდა. ვირუსი მღრღნელების ფეკალიებისგან ვრცელდება და ადამიანი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ დაინფიცირდეს თუ მათ შეეხება, ან შეისუნთქავს. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ჰან­ტა­ვირუ­სი იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, კერ­ძოდ – 38%. მა­თი­ვე ცნო­ბით, გარ­და ვირ­თხის ხორ­ცის ჭა­მი­სა, ის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვირ­თხის, ან თაგ­ვის ნაკ­ბენ­მაც. ახა­სი­ა­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლე­ბა და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა.

 ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, მგზავრების გემზე იზოლაცია მიზანშეწონილია სანამ სხვადასხვა ქვეყნის მიერ ორგანიზებული რეპატრიაციის ფრენები არ განხორციელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *