Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დედის დღე საბერძნეთში

დედის დღე საბერძნეთში

საბერძნეთში დედის დღე წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღედ ითვლება და განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა აქვს, რომელიც უძველეს ტრადიციას საეკლესიო ცხოვრებასთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ წელს დედის დღე კვირას, 10 მაისს აღინიშნება.

როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში და ამერიკაში საბერძნეთშიც დედის დღე მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება.

ისტორიულად მნიშვნელოვანი ფაქტი საბერძნეთისთვის ის არის რომ ეს დღე ყოველთვის 2 თარიღში აღინიშნებოდა:

  • პირველი თარიღი 2 თებერვალი იყო, როცა საბერძნეთში დედის დღე აღინიშნებოდა. ეს დღე 1929 წელს სიმბოლურად აირჩიეს, რადგან ღვთისმშობელმა იესოს შობიდან 40 დღის თავზე ეკლესიაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ 2 თებერვალს საზოგადოება აღარ აღნიშნავს საბერძნეთის ეკლესია მაინც ამ დღეს მიიჩნევს ქრისტიანი დედების დღედ.
  • მეორე დედის დღის თარიღი კი მაისის თვის მეორე კვირა დღეა. რომელიც 1960 წელს აირჩია საბერძნეთმა, როგორც დასავლური კულტურის ნაწილი. 
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *