საბერძნეთის პოლიციამ დედის დღესთან დაკავშირებით სახალისო ვიდეო გადაიღო
საბერძნეთის პოლიციამ დედის დღესთან დაკავშირებით სახალისო ვიდეო გადაიღო
დედის დღესთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.
ქალები, რომ მხოლოდ დედები არ არიან და არაჩვეულებრივად ითავსებენ ნებისმიერ პროფესიას, მათ შორის საფრთხის შემცველსაც ეს სრულიად მსოფლიოსთვის უკვე კარგად ცნობილია.
საბერძეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქალი პოლიციელი, რომელიც დანაშაულის ადგილზე, კერძოდ არეულ სახლში იმყოფება და საუბრობს კოლეგასთან, რომელსაც ეკითხება იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე და არსებობს თუ არა აღიარებითი ჩვენება. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი ჩახუტება და დაუსრულებელი ღიტინია და დამნაშავე რათქმაუნდა პოლიციელის შვილია.
ვიდეო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პოლიციელ ქალებს არამხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს უწევთ სამართლებრივი წესრიგის დაცვა არამედ სახლებშიც, სადაც ყოველდღიურობაში “დამნაშავეებად” საკუთარი შვილები და მეუღლეები გვევლინებიან.
https://x.com/hellenicpolice/status/2053361896536084930?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E2053361896536084930%7Ctwgr%5Ed7b518a671c7502122a94b890137f3f7b9cd749e%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.protothema.gr%2Fgreece%2Farticle%2F1816223%2Fto-xehoristo-video-tis-elas-gia-ti-giorti-tis-miteras-me-skini-eglimatos-mesa-se-spiti-kai-drasti-ena-paidi%2F
