Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კრიტი: ჩვილ ბავშვთან ერთად ზღვაში შესული ტურისტების ოჯახი დინებამ წაიღო

დღეს ხუთშაბათს, ირაკლიოში, ხერსონისის მახლობლად ანისარას სანაპირო ზოლზე ადგილობრივ მაშველთა ჯგუფმა არა ერთი, არამედ რამდენიმე სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

ძლიერი ქარისა და ამკრძალავი წითელი დროშების მიუხედავად ათი წლის ტურისტმა გაბედა ზღვაში შესვლა, რა დროსაც ის ძლიერმა ტალღებმა გაიტაცეს და ძალაგამოლეულმა ჩაძირვა დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაჩენილმა მაშველმა 10 წლის გოგონას სანაპიროზე გამოყვანა და გადარჩენა შეძლო.

რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ადგილას ჩვილთან ერთად ზღვაში შესული ტურისტების ოჯახი მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ძლიერმა ღელვამ ისინი სიღრმეში გაიტაცა,  ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

მაშველებმა პირველ რიგში სამაშველო ჟილეტის დახმარებით ჩვილი გამოიყვანეს ნაპირზე, შემდეგ კი მისი მშობლები გადაარჩინეს და პროფილაქტიკური მიზნით პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

საბედნიეროდ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო სანაპიროს ხელმძღვანელობა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *