Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

მაღალი ტემპერატურა და აფრიკული მტვერი ჩაანაცვლებს გასულ კვირაში შენარჩუნებულ ღრუბლიან ამინდს. საბერძნეთი ოფიციალურად იწყებს ცხელი ზაფხულისთვის მომზადებას. დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, ხოლო ატმოსფეროში აფრიკული მტვერი კვლავ შენარჩუნდება. 

სინოპტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტემპერატურა პიკს ხვალ, 12 მაისს მიაღწევს, როდესაც ქვეყნის რიგ რეგიონებში ბარომეტრი 34 გრადუსამდე მოიმატებს. მაღალი ტემპერატურის ფონზე, ამინდი უმეტესად მზიანი და უნალექო იქნება.

თუმცა, 13 მაისიდან ამინდის თანდათანობითი ცვლილებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და სეზონისთვის უფრო დამახასიათებელ ნიშნულებს დაუბრუნდება.

მომდევნო დღეებში ქვეყნის ტერიტორიაზე აფრიკული მტვრის გავლენა ისევ შენარჩუნდება, თუმცა ძირითადად სუსტი ან საშუალო ინტენსივობით. მეტეოროლოგების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეგეოსის ზღვის რეგიონში დაბალ ატმოსფერულ ფენებში ჩრდილოეთის ქარები ჭარბობს, ზედა ფენებში სამხრეთის ქარები მტვრის ჩრდილოეთ აფრიკიდან გავრცელებას უწყობს ხელს.

დღეს 11 მაისს კი დედაქალაქში ტემპერატურა 26-28 გრადუსამდე მოიმატებს, დაუბერავენ 2-3 ბოფორი სიმძლავრის ქარები.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *