Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

სცემეს თუ არა უმოწყალოდ კრიმინოლოგი, რომლის ცხედარიც საკუთარმა შვილებმა და კარისკაცმა ოფისში იპოვეს

სცემეს თუ არა უმოწყალოდ კრიმინოლოგი, რომლის ცხედარიც საკუთარმა შვილებმა და კარისკაცმა ოფისში იპოვეს

აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება კრიმინოლოგი სტავროს ღეორღიოსის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, რომლის ცხედარიც მისმა შვილებმა და შენობის კარისკაცმა ადვოკატის ოფისში სამშაბათს, გვიან ღამით იპოვეს.

ამ დრომდე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილს არ აღენიშნება ბასრი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ექსპერტების თანახმად ადვოკატი დაახლოვებით 1 დღის გარდაცვლილი იყო, როცა მისი ცხედარი იპოვეს. სხეულის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს თავის არეში მუშტებით და წიხლებით აქვს დაზიანებები მიყენებული, რამაც სისხლდენა გამოიწვია. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული დაზიანებები კაცმა ვარდნისას ავეჯზე თავის დარტყმის შედეგად მიიღო.

გარდაცვლილის ოფისში კამერები არ არის დამონტაჟებული, თუმცა ფაქტია, რომ თავდამსხმელმა გარდაცვლილის ტელეფონი წაიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *