Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პირეა: სააპელაციო სასამართლომ იოტოპულოსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

პირეა: სააპელაციო სასამართლომ იოტოპულოსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

17-ჯერ სამუდამო პატიმრობა და დამატებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ალექსანდროს იოტოპულოსს, რომელიც ულტრამემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის “17N”-ის ლიდერობისა და მთავარი ორგანიზატორობის ბრალდებით დააკავეს. 

მის წინააღმდეგ ძირითადი ბრალდებები იყო:

  • ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა;
  • 17 მკვლელობის ორგანიზება ან მორალური თანამონაწილეობა;
  • აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების დაგეგმვა;
  • ბანკების ძარცვა;
  • უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ფლობა;

ყველასთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა სწორედ ამ ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირეას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრული 24 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავად იოტოპულოსი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და უარყოფდა ყველა ბრალდებას. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ მის მიერ გაკეთებული მე-5 გასაჩივრების შემდეგ მიიღეს. 

იოტოპულოსი ქვეყნის დატოვების აკრძალვისა და განყოფილებაში პერიოდული გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *