როდის იწყება რეგისტრაცია პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის
როდის იწყება რეგისტრაცია პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის
საბერძნეთში უახლოეს დღეებში დაიწყება სოციალური ტურიზმის პროგრამა „ტურიზმი ყველასთვის 2026“ (Tourism for All 2026), რომლის ფარგლებში ათასობით მოქალაქე დასვენებისთვის 600 ევრომდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებს.
პროგრამის მიზანია შიდა ტურიზმის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის უფასო ან შეღავათიანი დასვენების შესაძლებლობის მიცემა. დახმარება გაიცემა ციფრული ბარათის სახით, რომელიც მთელი 2026 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება საბერძნეთის ნებისმიერ ტურისტულ ობიექტში.
სუბსიდიის თანხა დამოკიდებულია ოჯახის მდგომარეობასა და სოციალური კატეგორიის მიხედვით:
- 200 ევრო – პროგრამის ბენეფიციართა უმრავლესობისთვის;
- 300 ევრო – მარტოხელა ან ქვრივი მშობლებისთვის, ასევე ოჯახებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილის ჰყავთ და პენსიონერებისთვის;
- 400 ევრო – 67%-იანი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ან შესაბამისი სტატუსის მქონე ბავშვის მშობლებისთვის;
- 600 ევრო – 67%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები შეძლებენ შერჩეულ სასტუმროში 6 ღამის გატარებას. თანხის რაოდენობა, რომლის გადახდაც ვაუჩერების მფლობელებს მოუწევთ იქნება სიმბოლური და 1-დან 12 ევრომდე იმერტევებს ღამეში, საცხოვრებლის კატეგორიის მიხედვით.
გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შეუძიათ ესტუმრონ რეგიონებს, სადაც დასვენება სრულად უფასოა:
- ლეროსი, ლეზვოსი, ხიოსი, კოსი, სამოსი და როდოსი – აღნიშნულ კუნძულებზე ბენეფიციარებს 10 უფასო ღამის გატარება შეეძლებათ;
- ჩრდილოეთ ევია, მაგნისია, კარდიცა, ლარისა, ტრიკალა და ევროსი – აქ უფასო ღამისთევების რაოდენობა 12-მდე იზრდება.
პროგრამა მოიცავს გემის ბილეთების დაფინანსებასაც. ჩვეულებრივი ბენეფიციარები ბილეთის ღირებულების მხოლოდ 25%-სგადაიხდიან, ხოლო 50%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ბილეთები სრულად უფასო იქნება.
პროგრამის დაწყების ოფიციალური თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რის შემდეგაც მოქალაქეებს განაცხადების შეტანა და ვაუჩერების მიღება შეეძლებათ.
