საბერძნეთი: ახალი კანონპროექტი მედიის სფეროში არსებულ მრავალწლიან სამართლებრივ გაურკვევლობას დაასრულებს
საბერძნეთი: ახალი კანონპროექტი მედიის სფეროში არსებულ მრავალწლიან სამართლებრივ გაურკვევლობას დაასრულებს
საბერძნეთში ინიცირებული ახალი კანონპროექტი 28-წლიანი „დროებითი ლეგალურობის“ რეჟიმს დაასრულებს და რეგიონული ტელევიზიების საქმიანობას საბოლოოდ დაარეგულირებს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი 81 რეგიონული ტელეარხი ვალდებული იქნება:
- მაუწყებლობა მაღალი გარჩევადობით (HD) აწარმოოს;
- დააკმაყოფილოს მკაცრი ტექნიკური და ხარისხობრივი სტანდარტები;
- მიიღოს 10-წლიანი ოფიციალური ლიცენზია.
მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ უქმდება ძველი აუქციონების სისტემა და ლიცენზიების გაცემა მხოლოდ ხარისხობრივი და პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება.
ლიცენზირების პროცესს განახორციელებს მაუწყებლობის ეროვნული საბჭო, ხოლო ტექნიკურ ნაწილზე პასუხისმგებელი იქნება საბერძნეთის ტელეკომუნიკაციების კომისია.
პირველი კონკურსი 2026 წლის სექტემბერში გამოცხადდება. პარალელურად, საბერძნეთის მთავრობა უკვე ემზადება რადიოსადგურების ლიცენზირების პროცესის დასაწყებადაც, რათა მედიის სფეროში არსებული მრავალწლიანი სამართლებრივი გაურკვევლობა საბოლოოდ დასრულდეს.
