Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აბიტურიენტები 6 ივნისს ეროვნული გამოცდების ახალ ეტაპზე გადადიან

აბიტურიენტები 6 ივნისს ეროვნული გამოცდების ახალ ეტაპზე გადადიან

30 მაისიდან საბერძნეთში პროფესიული ლიცეუმებიდან 10 000-ზე მეტი აბიტურიენტისთვის ეროვნული მისაღები გამოცდები დაიწყო. 

პირველი საგანი, რომელიც აბიტურიეტებმა ჩააბარეს ბერძნული ენაა. მათთან ერთად, ზოგადი ლიცეუმების მოსწავლეებიც ცდილობენ სრულიად საბერძნეთის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებში 68 788 სასწავლო ადგილზე მოხვედრას.

გასული წლის მონაცემებით, პროფესიული ლიცეუმების მოსწავლეების თითქმის 40%-მა შეძლო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა, რაც ამ მიმართულების მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

წესები, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში მოქმედებს:

გამოცდები დილის 08:30 საათზე იწყება, ხოლო მოსწავლეები საგამოცდო დარბაზში არაუგვიანეს 08:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათია.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ:

  • საგამოცდო ბარათი ან პირადობის მოწმობა;
  • ლურჯი ან შავი ფერის კალამი;
  • წყალი ან წვენი.

მკაცრად აკრძალულია მობილური ტელეფონების, ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობების, კალკულატორების, წიგნების, ჩანაწერებისა და კორექტორის შეტანა. გათიშული მობილურის ფლობაც კი ავტომატურად იწვევს ნაშრომის გაუქმებას.

ეროვნული გამოცდები გაგრძელდება მთელი ივნისის განმავლობაში:

აბიტურიენტები ხვალ, 6 ივნისს გამოცდას ელექტროტექნიკა, არქიტექტურული ნახაზი, პროგრამირება და თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ჩააბარებენ.

შემდეგი საგამოცდო თარიღები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში:

  • 9 ივნისი – ჰიგიენა, საზღვაო სამართალი, მენეჯმენტის საფუძვლები და მანქანათმშენებლობა;
  • 11 ივნისი – ელ.მანქანები, თანამედროვე აგრობიზნესი, ნავიგაცია და საზღვაო ძრავები;
  • 13 ივნისი – მასალათმცოდნეობა, მშენებლობა, შიდაწვის ძრავები და ციფრული სისტემები;
  • 15 ივნისი – კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, ავიაციის ძრავები და ცენტრალური გათბობის სისტემების პროექტირება.

სპეციალიზებული საგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო შედეგებზე ხშირად სწორედ ისინი ახდენენ გადამწყვეტ გავლენას.

შეფასების პროცესი

გამოცდების დასრულებისთანავე იწყება ნაშრომების შეფასება. თითოეულ ნაშრომს ორი დამოუკიდებელი შემფასებელი ამოწმებს. თუ მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდება, ნაშრომს მესამე ექსპერტიც ამოწმებს, რათა შეფასება მაქსიმალურად სამართლიანი იყოს.

პროფესიული განათლების მზარდი როლი

2025 წელს პროფესიული ლიცეუმებიდან 10 454 კანდიდატი მონაწილეობდა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესში. მათგან 5 672-მა უნივერსიტეტში მოხვედრა შეძლო, რაც 38,6%-იან წარმატების მაჩვენებელია.

ბოლო წლებში პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი სფეროები, როგორიცაა ინფორმატიკა, ჯანდაცვა, ელექტროტექნიკა, მექანიკა, აგრონომია, ეკონომიკა და ადმინისტრირება. მაღალი მოთხოვნაა ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული სისტემების, საექთნო საქმისა და საინჟინრო სპეციალობების მიმართულებით.

პირველი გამოცდის მნიშვნელობა

პედაგოგები და ფსიქოლოგები ყოველწლიურად აღნიშნავენ, რომ პირველი გამოცდა ძირითადად პროცესის დაწყების სიმბოლოა და არა საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი ფაქტორი. ბევრი მოსწავლე, რომელიც ფიქრობს, რომ პირველმა გამოცდამ ცუდად ჩაიარა, მოგვიანებით სპეციალიზებულ საგნებში მაღალი ქულების მიღებით აღწევს სასურველ შედეგს.

სპეციალისტების მთავარი მიზანია აბიტურიენტებს შეახსენონ, რომ ეროვნული გამოცდები არ განსაზღვრავს ადამიანის მომავალს. წარმატებისკენ მიმავალი გზები მრავალფეროვანია და ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა მხოლოდ ერთ გამოცდაზე არ არის დამოკიდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *