მიტილინი: 36 წლის ექიმი მშობიარობას გადაყვა
მიტილინი: 36 წლის ექიმი მშობიარობას გადაყვა
კუნძულ ლეზვოსზე, კერძოდ მიტილინში 36 წლის ექიმის უეცარმა გარდაცვალებამ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიიქცია.
გარდაცვლილი სასზრაფო დახმარების სამსახურის ექიმი იყო. ახალგაზრდა ქალი მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ვერტმფრენით ათენში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
ექიმმა გასულ პარასკევს ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, თუმცა მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შაბათს მას მაღალი ტემპერატურა განუვითარდა, ხოლო მომდევნო დღეებში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამშაბათს გადაწყდა მისი ათენში გადაყვანა, თუმცა ექიმი გზაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის კოლეგები მას პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და ადამიანებისადმი თავდადებით ახასიათებენ. მათი თქმით, იგი ბოლომდე ერთგული იყო თავისი პროფესიის და პაციენტების დახმარებას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა.
ექიმის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ღრმა მწუხარებაში ჩააგდო მისი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები. ტრაგედიის ზუსტი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
