საბერძნეთის კუნძულზე ბრიტანეთის მოქალაქე ასაკოვანი ქალბატონი უკვალოდ გაუჩინარდა
საბერძნეთის კუნძულ ტელენდოსზე ბრიტანეთის მოქალაქე, ასაკოვანი ქალბატონი უკვალოდ გაუჩინარდა.
74 წლის სიუზან ჰარტი ბოლოს 30 აპრილის დილით ნახა მისმა ქმარმა, ედ ჰარტმა განცალკევებული კუნძულის პორტში.
ოჯახი გამოთქვამს შეშფოთებას ბრიტანულ ტაბლოიდთან, რომ ქალბატონი ჰარტის ჯანმრთელობამ შესაძლოა როლი ითამაშა მის გაუჩინარებაში, რადგან მას დემენციის ნიშნები აღენიშნებოდა.
ოჯახი აწარმოებს საკუთარ იმპროვიზირებულ გამოძიებას საბერძნეთის კუნძულზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას ბრიტანელი ქალბატონის მოსაძებნად.
იმ დღეს, როცა ის გაუჩინარდა, სიუზან ჰარტი და მისი ქმარი ბორნით წავიდნენ კუნძულ კალიმნოსიდან ახლომდებარე ტელენდოსში ერთდღიანი ექსკურსიისთვის.
წყვილი, რომლებიც ბრიტანელები არიან, მაგრამ ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობენ, დაახლოებით რვა წელია სტუმრობენ კალიმნოსს.
ეს მოგზაურობა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი დაბრუნდნენ COVID-19 პანდემიის შემდეგ.
როდესაც ისინი ტელენდოსში ჩავიდნენ, მისტერ ჰარტი წავიდა ახლო მანძილზე სალაშქროდ, ხოლო ქალბატონი ჰარტი კითხულობდა წიგნს რესტორანში.
თუმცა, როცა მისტერ ჰარტი რესტორანში დაბრუნდა, მისის ჰარტი არსად ჩანდა.
ქალბატონი ჰარტი სამი ქალიშვილის დედაა, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ კანადაში, ავსტრალიაში და ლონდონში, საკუთარ ოჯახებთან ერთად.
მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა, განმარტა, რომ სავარაუდოდ მათ დედას შესაძლოა დემენცია განუვითარდა იმ დროს, როდესაც ის გაუჩინარდა.
ადგილობრივი პოლიცია საბერძნეთის კუნძულზე ბრიტანელი ქალბატონის გაუჩინარებას იძიებს.
ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო ასევე საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ადგილობრივ მოხალისეებთან და ქალბატონ ჰარტის ოჯახთან ერთად.
თუმცა, ქალბატონი ჰარტის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან გამოძიებას ადგილობრივი ოფიციალური პირები.
მათი განცხადებით, პოლიციამ არ მისცა უფლება ენახათ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ქალბატონი ჰარტი სასტუმროს ტერიტორიას.
როდესაც ოჯახი პოლიციის განყოფილებაში ადგილობრივ ტაქსის მძღოლთან ერთად დაბრუნდა, რომელიც მათ ეხმარებოდა, პოლიციამ არ მისცა წვდომა სათვალთვალო კამერის კადრებზე.
„არ ვიცით, პირდაპირ რატომ მოგვატყუეს. შესაძლოა, მათ უნდოდათ, რომ კუნძულიდან გავემგზავრეთ, რათა მათი შეურაცხყოფა შევწყვიტოთ“, – განუცხადა ოჯახმა ბრიტანულ ტაბლოიდს.
ქალბატონი ჰარტის ოჯახს ასევე მოუწია გაუმკლავდეს დაუსაბუთებელ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ბრიტანელი ქალბატონი ოჯახის წევრებმა კუნძულზე გარდაცვლილი იპოვეს და რატომღაც ეს ფაქტი დამალეს.
ბ-ნი ჰარტის განცხადებით, რვა დღის შემდეგ ადგილობრივ პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ორგანიზებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დეტალები,ამიტომ მან კერძო მყვინთავები და გამომძიებლები დაიქირავა, რომლებიც ამ დრომდე აწარმოებენ ძიებას.
