ღავდოსზე მიგრანტების უკანონოდ შემოყვანისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
ღავდოსზე მიგრანტების უკანონოდ შემოყვანისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
კუნძულ ღავდოსსა და სამხრეთ კრეტაზე რამდენიმე საათის ინტერვალით არალეგალი მიგრანტების ორი ახალი ჯგუფი შემოვიდა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, საერთო ჯამში 65 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააფიქსირეს.
კუნძულ ღავდოსზე, 30 არალეგალურად შემოსული პირი დააფიქსირეს რომელთაგანაც 29 კაცია ხოლო 1 ქალი. ამჟამად ოცდაათივე სფაკიონის პორტის თავშესაფარში იმყოფება.
სამხრეთ კრეტაზე 35 პირი ნავით შემოიყვანეს. მიგრანტთა შორის 3 არასრულწლოვანია. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ირაკლიოს პორტში ავტობუსით გადაიყვანა სანაპირო დაცვამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეები 23 ივნისს ღამით ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან გამოემგზავრნენ საბერძნეთის მიმართულებით. თითოეულმა მათგანმა 7500-14000 ლიბიური დინარი გადაიხადა.
სანაპირო დაცვამ დააკავა 17 წლის სამხრეთ სუდანის მოქალაქე, რომელსაც ბრალად მიგრანტების უკანონოდ შემოყვანა ედება საზღვარზე.
