Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

39 წლის ჰერპეტოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გველმა უკბინა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება

39 წლის მოხალისე ჰერპეტოლოგი , რომელსაც  პარასკევს შუადღისას გველგესლამ უკბინა, კვლავ რჩება  პაპანიკოლაუს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში .

ქალმა  ანაფილაქსიური შოკი განიცადა და თესალონიკის 30-ე გიმნაზიაში მისულმა სასწრაფოს ბრიგადის ექიმებმა მაშინვე მოახდინეს მისი  ინტუბაცია მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და ამ დრომდე მის მდგომარეობას ექიმები ძალიან მძიმედ ახასიათებენ.

პრესასთან საუბრისას 39 წლის ქალის  დედა ამბობს, რომ მის ქალიშვილს აქვს შესაბამისი გამოცდილება  ქვეწარმავლებთან მიმართებაში  და ამიტომ პარასკევს შუადღისას მოხალისეთა ჯგუფის მიერ  რომლის წევრიც არის, ეცნობა მას სკოლაში მომხდართან დაკავშირებით.

ქალბატონი, რომელიც ხუთი წლის ბავშვის დედაა, სკოლაში მივიდა და შხამიანი გველი ხელით დაიჭირა, მაგრამ როგორც კი გალიაში ჩასვა გველმა უკბინა.

„მას აქვს დიდი გამოცდილება  ქვეწარმავლების წინააღმდეგ  და  სხვა დროსაც წარმატებით  გამკლავებია მათ,  მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან გველი სკოლაში იპოვეს და მას კიდევ უფრო მეტი  დახმარება სჭირდებოდა.

ინციდენტის შესახებ  დარეკვისთანავე წავიდა, ის ყოველთვის მზად არის საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის,  რადგან ეს მისი გატაცებაა”– ამბობს 39 წლის ქალის  დედა.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას,  საავადმყოფოს ექიმების  განცხადებით  სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. საბედნიეროდ, მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *