35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლე ექიმებისგან პასუხებს ითხოვს
35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლე ექიმებისგან პასუხებს ითხოვს
გულისამაჩუყებელი განცხადება გააკეთა 35 წლის ქალის მეუღლემ, რომელიც მშობიარობას გადაყვა.
“ჩემი მეუღლე სამშობიაროში მივიყვანე და სახლში ვეღარ დავაბრუნე. ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვიჯერებ რაც მოხდა და თან უამრავი შეკითხვა მაწუხებს. პასუხები მჭირდება მისი გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით.” – აცხადებს ქალის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ორსული ლივადიას საავადმყოფოში მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მშობიარობის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ექიმებმა პაციენტის თრიასიოს საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და ლივადიას საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
Facebook Comments Box
