Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

აშურა: სისხლიანი რიტუალი 

აშურა: სისხლიანი რიტუალი 

დღეს საბერძნეთში მცხოვრები შიიტი მუსლიმები აშურას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ რელიგიურ დღეს აღნიშნავენ.

ეს დღე მუჰამედის მემკვიდრეების, ფატიმასა და ალის (ფატიმა – მუჰამედის ქალიშვილი, ალი ბიძაშვილი და სიძე, მეოთხე და უკანასკნელი ხალიფა, რომელსაც მუჰამედმა სამოთხე აღუთქვა) ვაჟის, ჰუსაინის მოსახსენიებელი დღე, რომელიც 680 წლის 10 ოქტომბერს (61 წ. 10 მუჰარამის) ქარბალასთან ომაიანებთან. ბრძოლაში ის თავის ძმა აბასთან და 70 თანამებრძოლთან ერთად, ტრაგიკულად დაიღუპა.

გლოვა 10 დღე გრძელდება და მისტერია „თა’ზია“ კულმინაციას ბოლო დღეს აღწევს.

ცერემონია თავდაპირველად საერთო ლოცვებით დაიწყო. მონაწილეები რიტმულად ირტყამდნენ ხელებს მკერდზე, რაც გლოვისა და პატივისცემის გამოხატულებაა. მოგვიანებით რიტუალის ყველაზე მძიმე ნაწილი დაიწყო, ზოგიერთმა მორწმუნემ ტრადიციული თვითგვემის რიტუალი შეასრულა სპეციალური მათრახებით, რის შედეგადაც მათ სხეულზე ჭრილობები და სისხლჩაქცევები გაუჩნდათ.

რიტუალის მიმდინარეობისას თემის პასუხისმგებელი წევრები ყურადღებით აკონტროლებდნენ პროცესს. ისინი საჭიროების შემთხვევაში აჩერებდნენ მონაწილეებს, თუ დაზიანებები ზედმეტად ღრმა ხდებოდა, ასევე აწვდიდნენ წყალსა და წვენებს ძლიერი სიცხისგან თავის დასაცავად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *