ლივადია: მეუბნებოდნენ, რომ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა – ვიოსანას მეუღლე ახალ განცხადებას აკეთებს
ლივადია: მეუბნებოდნენ, რომ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა – ვიოსანას მეუღლე ახალ განცხადებას აკეთებს
ლივადიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ამ დრომდე ელოდებიან პასუხისმგებელი ორგანოებისგან კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ვიოსანას გარდაცვალების გარემოებებს ნათელს მოჰფენს.
გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ აუცილებლად დაადგენს თუ რა მოხდა მშობიარობის პროცესში და შემდეგ, რადგან წყვილს ორსულობის პროცესში გართულებები არ ჰქონია და მოუთმენლად ელოდებოდა მათ პატარასთან შეხვედრას.
“ველოდები რომ ტოქსიკოლოგიურის დასკვნაც გამოვიდეს. როცა ყველა ანალიზის პასუხი მექნება მერე გადავწყვეტ როგორ ვიმოქმედებ. ვითხოვ პასუხებს პასუხისმგებელი ორგანოებისგან და არ გავჩერდები, სანამ ყველაფერს ნათელი არ მოეფინება. მშობიარობის დროსაც გამუდმებით ვეკითებოდი ექიმებს როგორ იყო ჩემი მეუღლე. მეუბნებოდნენ რომ შინაგანი სისხლდება ჰქონდა, მაგრამ მპირდებოდნენ რომ მალე ვნახავდი და არ მენერვიულა.” – აცხადებს ვიოსანას მეუღლე.
