Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

პირეა: დრონით აღბეჭდილი შიიტ მუსლიმთა რელიგიური დღესასწაული

პირეა: დრონით აღბეჭდილი შიიტ მუსლიმთა რელიგიური დღესასწაული

პარასკევს, 26 ივნისს, საბერძნეთში კერძოდ პირეაზე მიიტმა მუსლიმებმა აღნიშნეს “აშურა”, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური რელიგიური დღე მათთვის. დრონით გადაღებულმა კადრებმა რიტუალის მასშტაბი და მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვა სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოაჩინეს.

ცერემონია თავდაპირველად საერთო ლოცვებით დაიწყო. მონაწილეები რიტმულად ირტყამდნენ ხელებს მკერდზე, რაც გლოვისა და პატივისცემის გამოხატულებაა. მოგვიანებით რიტუალის ყველაზე მძიმე ნაწილი დაიწყო, ზოგიერთმა მორწმუნემ ტრადიციული თვითგვემის რიტუალი შეასრულა სპეციალური მათრახებით, რის შედეგადაც მათ სხეულზე ჭრილობები და სისხლჩაქცევები გაუჩნდათ.

რიტუალის მიმდინარეობისას თემის პასუხისმგებელი წევრები ყურადღებით აკონტროლებდნენ პროცესს. ისინი საჭიროების შემთხვევაში აჩერებდნენ მონაწილეებს, თუ დაზიანებები ზედმეტად ღრმა ხდებოდა, ასევე აწვდიდნენ წყალსა და წვენებს ძლიერი სიცხისგან თავის დასაცავად.

აშურა შიიტი მუსლიმებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. იგი ეძღვნება ჰუსეინ იბნ ალის წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის ხსოვნას, რომელიც VII საუკუნეში კარბალას ბრძოლაში დაიღუპა. ეს დღე სიმბოლურად გამოხატავს ბრძოლას უსამართლობასა და სამართლიანობას შორის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *