Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდიდან იგეგმება ცენტრალური საბერძნეთის ავტომაგისტრალის გახსნა

როდიდან იგეგმება ცენტრალური საბერძნეთის ავტომაგისტრალის გახსნა

23 ივლისიდან გაიხსნება ცენტრალური საბერძნეთის ავტომაგისტრალი (E65), რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს. ახალი მაგისტრალი პირდაპირ დააკავშირებს ათენი–სალონიკის და ეგნატიას ავტომაგისტრალებს, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთს შორის.

ბოლო, 46-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, E65-ის საერთო სიგრძე 182,1 კილომეტრს შეადგენს და ლამიას დასავლეთ მაკედონიასთან აკავშირებს. ახალი გზით ათენიდან ეგნატიას ავტომაგისტრალამდე მგზავრობა დაახლოებით 4 საათს, ხოლო ლამიიდან ეგნატიამდე დაახლოებით 1 საათსა და 45 წუთს გრძელდება.

E65 აუმჯობესებს რეგიონების ხელმისაწვდომობას, ზრდის საგზაო უსაფრთხოებას, ამცირებს საწვავის ხარჯს და ამავდროულად აძლიერებს სატვირთო გადაზიდვებს, რადგან უფრო ეფექტიანად აკავშირებს პირეას, ვოლოსისა და იღუმენიცას პორტებს. გარდა ამისა, ახალი ავტომაგისტრალი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რადგან მეტეორას, პლასტირას ტბის, პინდოსისა და დასავლეთ მაკედონიის მიმართულებით გადაადგილება გაცილებით სწრაფი და კომფორტული გახდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *