ილიონში არალიცენზირებული ხორცის მწარმოებელი ქარხანა დალუქეს
ილიონში არალიცენზირებული ხორცის მწარმოებელი ქარხანა დალუქეს
ატიკის რეგიონში არსებული 20 ბიზნესობიექტის შემოწმებისას ჯამში 6,2 ტონა არალიცენზირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ამოიღეს.
შემოწმება ილიონის ხორცის წარმოებისა და გადამუშავების საწარმოდან დაიწყო.
რეგიონულმა ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ კომპანიას აღნიშნულ მისამართზე მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა და მის ნაცვლად, იმავე მისამართზე სხვა კომპანია ფუნქციონირებდა ხორცპროდუქტების გადამუშავების, წარმოებისა და დისტრიბუციისთვის საჭირო ნებართვის გარეშე.
აღნიშნული კომპანია არ ფლობს ლიცენზიას საბერძნეთის სურსათის სააგენტოდანაც.
ამოღებულ პროდუქციას არ გააჩნდა სათანადო მარკირება, ან აღნიშნული ჰქონდა არასწორი კოდები.
Facebook Comments Box
