Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ახალგაზრდა ქალი 32 წლის მეგობარ მამაკაცს თავს დაესხა, რადგან ის PlayStation-ს თამაშობდა

გასულ ორშაბათს სალონიკში პოლიციამ დააკავა 22 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავის 32 წლის პარტნიორს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა სავარაუდოდ იმის გამო, რომ ის თამაშობდა PlayStation-ს.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობის, სხეულის განზრახ   დაზიანებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით აღიძრა. შემთხვევა მოხდა სახლში, სადაც წყვილი ბოლო სამი თვე ერთად ცხოვრობდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, როგორც პრესა  იტყობინება, გოგონა ოთახში შევიდა, სადაც მისი პარტნიორი მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ისინი Playstation-ს თამაშობდნენ და ყურადღება არ მიაქციეს, რის გამოც გაბრაზებულმა პარტნიორს ზურგზე ხელი დაარტყა და ლანძღვა დაუწყო. ინციდენტი მას შემდეგ დასრულდა, რაც დაზარალებულის დედა ჩაერია.

ამის შემდეგ გოგონამ სახლი დატოვა და უთხრა, რომ აღარასოდეს სურდა მისი ნახვა.

საპასუხოდ 32 წლის მამაკაცმა მომხდარი პოლიციას შეატყობინა და მათ გოგონა ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *