Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია

შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა სამდივნომ წითელი კოდი გამოსცა და კუნძული კრეტას ისევე როგორც კუნძულების: ხიოსი, სამოსი და იკარია მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაწყვანის გადაწყვეტილება მიიღო. სამდივნოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შაბათს, 8 აგვისტოს ოთხივე კუნძულზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს იმ ჯგუფის შეფასების საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებელია ხანძრის გაჩენის რისკის ყოველდღიური რუკის მომზადებაზე. აღნიშნული რუკა აღნიშნულ ტერიტორიებზე რისკის მე-4 კატეგორიას (ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალ რისკს) პროგნოზირებს.

წითელი კოდი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი სამსახურების სრულ მობილიზებას. რეჟიმის ფარგლებში აქტიურდება საჭირო ადამიანური რესურსი, ტექნიკა და აღჭურვილობა, რათა შესაძლო საფრთხეების შემთხვევაში დროული რეაგირება, საგანგებო სიტუაციების მართვა და ზარალის შემცირება იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონულ ადმინისტრაციებს დაევალათ დაუყოვნებლივ მოიწვიონ სამოქალაქო დაცვის ადგილობრივი და რეგიონული საკოორდინაციო ორგანოების სხდომები. შეხვედრებზე განიხილავენ ტყის ხანძრების პრევენციის, მზადყოფნისა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების გეგმებს.

ამავდროულად, ატიკის რეგიონში Red Code-ის რეჟიმი კვლავ ძალაში რჩება, რადგან 2026 წლის 31 ივლისის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ხანძრის ხელახალი გაჩენისა და მისი მძიმე შედეგების მაღალი საფრთხე კვლავ არსებობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *