თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
საბერძნეთის განათლების, რელიგიისა და სპორტის მინისტრმა სოფია ზახარაკიმ თესალიის უნივერსიტეტისთვის 2 294 500 ევროს დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც 2025–2026 სასწავლო წლის სტუდენტური საცხოვრებლის (ბინის ქირის) დახმარების პროგრამას მოხმარდება.
დაფინანსებით ისარგებლებს 1 120 სტუდენტი, რომლებიც ვოლოსში, ლარისაში, ტრიკალაში, კარდიცასა და ლამიაში სწავლობენ და მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით ცხოვრობენ. პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად.
1 011 სტუდენტი მიიღებს 2 000 ევროს, ხოლო 109 სტუდენტს 2 500 ევრო გადაერიცხება.
მინისტრ სოფია ზახარაკის განცხადებით, სტუდენტების საცხოვრებლის მხარდაჭერა განათლებაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ინვესტირებას საჯარო უნივერსიტეტებში, რათა ახალგაზრდებს, მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმატებით დაასრულონ სწავლა და შექმნან საკუთარი მომავალი.
