Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

ახალი დეტალები ვრცელდება 26 წლის ავღანეთის მოქალაქის, შარიფ აჰმადზაის, წარსულის შესახებ, რომელსაც 38 წლის ბრიტანელი ქალის, ელიზაბეთ ჯეინ როსის, მკვლელობა ედება ბრალად.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ დაკავებულის აღმზრდელმა ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დაკითხვისას ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა და ბრალდებებზე განმარტებების მიცემაზე უარი განაცხადა.

ბრალდებული წარსულის შესახებ ისაუბრა ამერიკელმა წყვილმა, რომელიც მას ლეზვოსზე მოზარდობის პერიოდში იცნობდა და გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ სახლში ჰყავდა შეფარებული.

წყვილის განცხადებით, ისინი განადგურებულნი არიან მათი აღსაზრდელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით და უჭირთ დაჯერება რომ იმ მოზარდს, რომელსაც დაახლოებით ათი წლის წინ იცნობდნენ, დღევანდელ ბრალდებებთან რაიმე აკავშირებს. მათი თქმით, იმ პერიოდში ახალგაზრდა მამაკაცს ძალადობრივი ქცევის ნიშნები არ გამოუვლენია.

ამერიკელი წყვილი შარიფ აჰმადზაის 2016 წელს კუნძულ ლეზვოსზე, მორიას ლტოლვილთა ბანაკში შეხვდა. მაშინ 16 წლის ბიჭი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში თარჯიმნად მუშაობდა. ბანაკში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, როდესაც მან საცხოვრებელი დაკარგა, ოჯახმა ის და კიდევ ორი ახალგაზრდა საკუთარ სახლში შეიფარა. მოგვიანებით ისინი მას ოჯახის წევრივით ექცეოდნენ.

წყვილის თქმით, აჰმადზაი მათ „დედას“ და „მამას“ ეძახდა, ხოლო მათ შვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ის მათთან თითქმის ორი წელი ცხოვრობდა.

მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად აჰმადზაიმ ავღანეთში ოჯახის წევრები დაკარგა. მისი თქმით, მამა და ძმა თალიბებმა მოკლეს, ხოლო დედა, და და კიდევ ერთი ძმა ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით მან ავღანეთიდან პაკისტანის, ირანისა და თურქეთის გავლით საბერძნეთში ჩასვლა შეძლო და 2016 წელს ლეზვოსს მიაღწია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *