Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
კვირა, სექტემბერი 20, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: ცვლილება, რომელიც ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობის პროცესს გაუმარტივებს

საბერძნეთი: ცვლილება, რომელიც ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობის პროცესს გაუმარტივებს

საბერძნეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებსაც პაციენტები სახლში ან კერძო აფთიაქებიდან იღებენ.
მედიკამენტების სახლში მიღებასთან დაკავშირებულმა ცვლილებამ განსაკუთრებით გაამარტივა ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის მკურნალობის მიღების პროცესი.

თუ ადრე პაციენტებისთვის მედიკამენტების მიღების მთავარი გზა ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის (EOPYY) აფთიაქებში მისვლა იყო, სადაც ხშირად გრძელ რიგებში დგომა უწევდათ, დღეს მათ უფრო მეტი არჩევანი აქვთ. მათ შორის მედიკამენტების სახლში მიწოდება და კერძო აფთიაქებიდან გატანა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების სახლში მიწოდება მნიშვნელოვანი წარმატებაა.

მისი თქმით, ცვლილების შედეგად ონკოლოგიურ და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს აღარ უწევთ EOPYY-ს აფთიაქებთან ხანგრძლივ რიგებში დგომა მედიკამენტების მისაღებად.

ახალი სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც გადაადგილება და მედიკამენტების მისაღებად სპეციალურად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა დამატებით სირთულეს წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *