Latest news
შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს  ცევასის ჩანაწერები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების შესახებ Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
პარასკევი, ნოემბერი 20, 2026
საბერძნეთიUncategorized

როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას

როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას

ΣΤΑΣΥ იწყებს ახალი „მწვანე“ ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც მატარებლების დამუხრუჭებისას წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. სისტემა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს მეტროს 1-ელ ხაზზე (ΗΣΑΠ), ნეო ფალიროს ქვესადგურში, ხოლო უახლოეს პერიოდში ირაკლიოს ქვესადგურშიც ამოქმედდება.

ტექნოლოგიის მთავარი პრინციპია მატარებლის დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგია აღარ დაიკარგოს. სპეციალური სისტემა ამ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და საჯარო ელექტროქსელში დააბრუნებს, რაც შეამცირებს მეტროს ელექტროენერგიის მოხმარებასა და საოპერაციო ხარჯებს.

ΣΤΑΣΥ-ს შეფასებით, მხოლოდ 1-ელ ხაზზე ყოველწლიურად დაახლოებით 4 500 მეგავატსაათი (MWh) ელექტროენერგიის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ეს ხაზის წლიური ენერგომოხმარების დაახლოებით 12,5%-ს შეადგენს. პარალელურად, მიმდინარეობს ენერგომომარაგების ქვესადგურების მოდერნიზაცია, რაც ქსელის საიმედოობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 4,1 მილიონი ევროა და ის ევროკავშირის ΕΣΠΑ-ს დაფინანსებით, კომპანია Siemens Mobility-ის მიერ ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2026 წლის დეკემბრამდე იგეგმება.

შემდეგ ეტაპზე ენერგიის აღდგენის სისტემა მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებზე დამონტაჟდება. ამ მიზნით ოთხი ახალი ქვესადგურის რეკონსტრუქცია და თითოეულში 1 250 კილოვატი სიმძლავრის ენერგიის აღდგენის სისტემის დამონტაჟება იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი ევროა და მისი განხორციელება 36 თვეშია დაგეგმილი.

ΣΤΑΣΥ-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული ინოვაცია ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დაზოგვას, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და მეტროს ინფრასტრუქტურას უფრო თანამედროვე, მდგრად და ენერგოეფექტიან სისტემად აქცევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *