ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ხანძრისგან კუ გადაარჩინა
ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ხანძრისგან კუ გადაარჩინა
კუვარაში გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სულ ერთ ქარხანასა და რამდენიმე მეცხოველეობის ფერმას. ცეცხლმა არამხოლოდ მატერიალური ზიანი მიაყენა ტერიტორიას, არამედ საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ ცხოველებსაც.
ხანძრის განვითარების გასაშუქებლად იმყოფებოდა საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სპიროს დარსინოსი, რომელმაც ცეცხლში კუ შენიშნა.
პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტმა მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და ცოტა ხნის შემდეგ კამერის წინ ხელში კუთი დაბრუნდა. მან ცხოველი ცეცხლის ზონიდან გამოიყვანა.
ჟურნალისტის თქმით, კუ ცოცხალი იყო, თუმცა ხანძრის შედეგად სხეულის რამდენიმე ადგილზე აღენიშნებოდა დამწვრობა.
Facebook Comments Box
