საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს
საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს
ატიკის რეგიონში დაიწყო სისტემატიური შეწამვლები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წინა წლებთან შედარებით, 30%-ით გაზარდა, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მეთოდებით. მიზანია კოღოების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.
რეგიონული ხელისუფლება კოღოების გავრცელებას მთელი ატიკის მასშტაბით აკვირდება და სამუშაოებს თითოეული ტერიტორიის საჭიროების მიხედვით გეგმავს. პროგრამაში ჩართულია ბენაკის ფიტოპათოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც კოღოების სისტემატურ მონიტორინგსა და კვლევას ახორციელებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება, სად და როდის არის საჭირო დამატებითი შეწამვლა.
ატიკის რეგიონში აცხადებენ, რომ წელს კოღოების წინააღმდეგ უფრო მეტი ღონისძიება გატარდა, ვიდრე წინა წლებში. 30%-იანი ზრდა გათვალისწინებულია 2027–2029 წლების ახალ სამწლიან პროგრამაშიც, რომლისთვისაც სატენდერო პროცესი უკვე მიმდინარეობს.
ატიკის რეგიონის გუბერნატორის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ნილოსის ვირუსის შემთხვევებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე.
მოსახლეობას კოღოებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალების ნახვა სპეციალურ პლატფორმაზე attica-mosquito.gr და ატიკის რეგიონის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია.
