Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში: სახანძრო ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა ცეცხლს დერვენოხორიაში

წუხანდელი ღამე კოშმარული იყო მეხანძრეებისთვის, რადგან 15 კილომეტრის რადიუსში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციამ ვერ შეაჩერა ტყეში გავრცელებული ცეცხლი და იწვის ძალიან რთულად მისადგომი ადგილი, სადამდეც მეხანძრეები ვერ აღწევენ.

დერვენოხორიაში ხანძარი  აქტიურად ვრცელდება და ფაქტიურად ათასობით ჰექტარი ტყე ფერფლად არის ქცეული, ხოლო ცეცხლის ხაზი მაგულასკენ მიემართება. მეხანძრეების თქმით, ჯერჯერობით ეს ყველაზე რთული სახანძრო მონაკვეთია.

112-მა გამაფრთხილებელი სიგნალი ისევ გაგზავნა ბევრ რაიონში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები იანინადან, ლამიიდან და ჩრდილოეთ საბერძნეთის სხვა რეგიონებიდან.

გათენებისთანავე, დილის 06:06 საათზე, საჰაერო ხომალდებმა ცეცხლის კერებზე  წყლის დასხმა განაახლეს.

ტერიტორიის მაცხოვრებლები ხანძრის შესახებ საუბრისას ამბობენ, რომ აღნიშნელ ადგილზე არ იყო ელექტროგადამცემი ბოძი ან  რაიმე ისეთი, რაც ხანძრის გაჩენას გამოიწვევდა. გადაწყვეტილებას სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *