Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ

დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ

საბერძნეთის დასაქმების საჯარო სამსახურის (ΔΥΠΑ) ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე 1 000 უმუშევრის დასაქმებას ითვალისწინებს, განაცხადების წარდგენის ვადა 2026 წლის 18 აგვისტოს, 23:59 საათზე იწურება.

პროგრამა განკუთვნილია 25-დან 54 წლამდე ასაკის უმუშევარი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან ΔΥΠΑ-ს უმუშევართა ციფრულ რეესტრში და აქვთ შევსებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.

შერჩეული მონაწილეები 12 თვის განმავლობაში ΔΥΠΑ-ში დასაქმდებიან. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის (ΠΕ) თვიური დარიცხული ანაზღაურება 1 250 ევრო, ხოლო ტექნიკური განათლების მქონე პირებისთვის (ΤΕ) – 1 200 ევრო იქნება.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, სპეციალურ პლატფორმაზე. თითოეულ კანდიდატს შეუძლია აირჩიოს განათლების მხოლოდ ერთი კატეგორია, ერთი სპეციალობა და ერთი სამუშაო ადგილი.

კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება უმუშევრობის ხანგრძლივობა, არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა, შშმ არასრულწლოვანი შვილების არსებობა, პროფესიული გამოცდილება, პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულება, მაგისტრის ხარისხი და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგები.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ 18 აგვისტოს 23:59 საათამდე, ΔΥΠΑ-ს სპეციალურ პლატფორმაზე. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *