Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება

რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება

ევროკავშირი დაჩქარებული წესით განიხილავს აფრიკაში პირველი „დაბრუნების ცენტრების“ (Return Hubs) შექმნის საკითხს. ცენტრებში გადაიყვანენ იმ პირებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლება აღარ აქვთ და რომელთა თავშესაფრის მოთხოვნაზეც საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული.

ინიციატივას ერთობლივად გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და საბერძნეთი მიიღებენ. მოლაპარაკებების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა უგანდასა და რუანდას სტრატეგიული მდებარეობა.

უგანდასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შეთანხმება ფინანსურ ანაზღაურებას ითვალისწინებს და მიზანია პირველი ცენტრის ამოქმედება 2027 წელს. აგვისტოს ბოლომდე აფრიკაში ევროპული ქვეყნების ტექნიკური ჯგუფების ვიზიტიც იგეგმება.

რუანდას უკვე აქვს მიგრანტებისა და ლტოლვილების დროებითი განთავსების გამოცდილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 2019 წლიდან რუანდამ ლიბიიდან 3 000-ზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. რუანდის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ევროპულ მხარესთან „დაბრუნების ცენტრის“ შესაძლო შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პროექტის საწყისი გეგმით, საპილოტე ცენტრში 5 000-დან 10 000-მდე უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლის განთავსება იგეგმება.

შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი 4 სექტემბერს კოპენჰაგენში დაგეგმილი მინისტერიალია. ხუთი ქვეყნის ემიგრაციის მინისტრები განიხილავენ პროექტის შემდგომ ნაბიჯებს. დანიის მთავრობის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი მიზანია 2027 წელს შეთანხმების მიღწევა, რათა ევროკავშირის ქვეყნებიდან იმ პირების გადაყვანა დაიწყოს, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის სამართლებრივი უფლება აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. მოლაპარაკებებს ათენის მხრიდან ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი თანოს პლევრისი ხელმძღვანელობს. პროექტის ამოქმედების 2027 წლის ვადა საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ წლის მეორე ნახევარში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე იქნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *