Latest news
15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ... 15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია - გამოცხადდა წითელი კოდი რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან დამატებითი რეისები შესრულდება კლიმატური ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა საბერძნეთი: დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ელექტრონულად რეგისტრაცია სავალდებულო ხდება როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კლიმატური ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა

კლიმატური ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა

კლიმატის ცვლილებას ბევრი მეტისმეტად მაღალ ტემპერატურასთან აიგივებს. სინამდვილეში ძლიერი სიცხე ათტომეულის მხოლოდ ერთი ტომია. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს: ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების (საკვების, საწვავის…) მწვავე დეფიციტსაც კი.

გლობალური საფრთხე რომ ყოველი მხრიდან გვიტევს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წამდაუწუმ გვახსენებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რეალურად რას წარმოადგენს იგი, რატომ გვემუქრება და როგორ დავიცვათ მისგან თავი. 

ანთროპოგენული ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, აგროკულტურის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და მთლიანობაში მონაწილეობს გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.

კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის შეგუება კლიმატის ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების გამო იზრდება დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს, რომელთა შორისაა: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.

ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს არა მხოლოდ გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას და, ასევე, უკვე არსებული პათოლოგიების გამწვავებას, არამედ, შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ასე მაგალითად, 2003 წელს ევროპაში თბური ტალღების  მიზეზით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტთა მოსაზრებით, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით მოხუცებსა და ქრონიკულად ავადმყოფ პირებში.

გარდა პირდაპირი გავლენისა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ირიბადაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში იცვლება მიწისპირა ოზონის და ჰაერის სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *