Latest news
15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ... 15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია - გამოცხადდა წითელი კოდი რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან დამატებითი რეისები შესრულდება კლიმატური ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა საბერძნეთი: დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ელექტრონულად რეგისტრაცია სავალდებულო ხდება როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ელექტრონულად რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

საბერძნეთი: დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ელექტრონულად რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

საბერძნეთში 2026 წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად სავალდებულო გახდება დიაგნოსტიკური ლაბორატორიული კვლევების შედეგების ელექტრონულად ატვირთვა. ცვლილება შეეხება საბერძნეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ორგანიზაციის (ΕΟΠΥΥ) კონტრაქტორ ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ადონის გეორგიადისმა განაცხადა. მისი განმარტებით, კვლევის შედეგების ატვირთვა ΕΟΠΥΥ-ს მიერ აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობა გახდება. ცვლილების პირველი ეტაპი შეეხება ბიოლოგიური მასალების 1 და 2 კატეგორიაში შემავალ კვლევებს.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი Master Data სერვისები და LOINC კოდირების სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისობები 2026 წლის 1 ნოემბრიდან გახდება სავალდებულო. უახლოეს თვეებში ასევე იგეგმება ვიზუალური/გამოსახულებითი დიაგნოსტიკური კვლევების ელექტრონულად რეგისტრაციის სავალდებულო წესის ამოქმედება.

რეფორმის მიზანია მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის ეროვნული ელექტრონული ფაილის მეშვეობით საკუთარი კვლევების ისტორიაზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უწყვეტობის გაუმჯობესება. შედეგები ასევე ხელმისაწვდომი იქნება myHealth აპლიკაციაში.

რეფორმის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, პირადი მონაცემებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის ინფორმაციის შესაძლო ხელმისაწვდომობის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის ელექტრონული ფაილი დაცულია და მასზე წვდომა აქვს თავად მოქალაქეს, ხოლო საჭიროების შემთხვევებში მის მკურნალ ექიმსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს.

მინისტრმა კრიტიკოსების ნაწილს „სიძულვილსა და ტოქსიკურობაში“ დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რეფორმა მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესებისა და სამედიცინო სისტემაში ბიუროკრატიული სირთულეების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ის ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ, დღეს უკვე საბერძნეთში პრაქტიკაში ხორციელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *