Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მასწავლებლები გემის ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

მასწავლებლები გემის ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

2026–2027 სასწავლო წელს საბერძნეთის დაწყებითი და საშუალო განათლების მასწავლებლებს სამუშაო ადგილზე გადასაადგილებლად გემის ბილეთებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.

განათლებისა და საზღვაო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადების მიხედვით ფასდაკლება კომპანიისა და მარშრუტის მიხედვით, 20%-დან 50%-მდე იმერყევებს და ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს როგორც მგზავრის, ისე ავტომობილის ბილეთს.

შეღავათიანი მგზავრობის პერიოდებია:

  • 5–11 სექტემბერი 2026 – სასწავლო წლის დასაწყისი;
  • 23 დეკემბერი 2026 – 7 იანვარი 2027 – საშობაო არდადეგები;
  • 23 აპრილი – 9 მაისი 2027 – სააღდგომო პერიოდი;
  • 19 ივნისი – 3 ივლისი 2027 – სასწავლო წლის დასასრული.

ფასდაკლებებს სხვადასხვა კომპანიაში განსხვავებული პირობები აქვს. მაგალითად, SeaJets, Levante Ferries, Attica Group-ის კომპანიები და Minoan Lines გარკვეულ მარშრუტებზე 50%-იან შეღავათს სთავაზობენ მასწავლებლებს, ხოლო Dodekanisos Seaways, Skyros Shipping, Fast Ferries და Golden Star Ferries 20 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებენ. ზოგიერთ კომპანიასთან შეღავათი ვრცელდება ავტომობილებსა და მოტოციკლეტებზეც.

ფასდაკლების მისაღებად მასწავლებლებმა ბილეთის შეძენისას და, რიგ შემთხვევებში, გემზე ასვლისას უნდა წარადგინონ სამსახურში დანიშვნის დამადასტურებელი შესაბამისი გადაწყვეტილება ან დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ პერიოდებში. ასევე, ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის სააგენტოებში ან ცენტრალურ საპორტო ოფისებში და არა ონლაინ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *