დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ
დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ
საბერძნეთის სოციალური მხარდაჭერისა და ოჯახის საკითხთა მინისტრმა დომნა მიხაილიდუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ოჯახებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, რათა მათ შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ.
მინისტრის თქმით, 37 000 ევრომდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ, შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება და ბავშვები მათთვის სასურველ მუნიციპალურ ან კერძო საბავშვო ბაღში მიიყვანონ. სამი ან მეტი რაოდენობის შვილიანი ოჯახებისთვის კი აღნიშნული შესაძლებლობა შემოსავლის კრიტერიუმის გარეშე მოქმედებს.
დახმარება გაიცემა ვაუჩერის სახით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის კვების ხარჯსაც ან მხოლოდ ბაღის მომსახურებას.
მიხაილიდუს განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ოჯახი, განსაკუთრებით ჩვილისთვის, საბავშვო ბაღში ადგილს მაინც ვერ იპოვის, დახმარებას პროგრამას „ძიძები სამეზობლოდან“ (Νταντάδες της Γειτονιάς) ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის დაახლოებით 3 000 დედამ უკვე იპოვა ძიძა, ხოლო მინისტრის თქმით, მათმა ნაწილმა ამის შედეგად სამუშაოზე დაბრუნება შეძლო.
