Latest news
საბერძნეთი: სად არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება - ძიერი ქარი და ჭექა-ქუხილი მკვლევართა ღამე: მეცნიერება ლაბორატორიებიდან საზოგადოებამდე ხანია: გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელმაც 4 წელი პატიმრობაში 19 წლის გოგონას გაუპატიუ... საბერძნეთი: სკოლებში ექსკურსიების ორგანიზების წესები იცვლება დიმას: კიფსელზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს ძლიერი აფეთქება პლაკაზე - ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ... ალექსის პაპას: თუ სამარასი პარტიას შექმნის, მის გვერდით ვიქნები მაზონაკის გარდაცვალების საქმე: მნიშვნელოვანი მოწმეები და სატელეფონო ზარები 25 სექტემბერს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ღონისძიება "მკვლევართა ღამე" ჩატარდება როდის განახლდება მეტროს მე-4 ხაზზე სამუშაოები - კიფსელის მაცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვე...
პარასკევი, სექტემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

ძლიერი აფეთქება პლაკაზე – ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებს და ავტომობილებს

ძლიერი აფეთქება პლაკაზე – ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებს და ავტომობილებს

ათენის ისტორიულ უბანში, პლაკაზე, ლისიკრატოსისა და ვასილისის ამალიას ქუჩების კვეთაზე, ძლიერი აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა. დრონით გადაღებული კადრები შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბს ასახავს.

აფეთქება დილის 7:30-ზე მოხდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების შედეგად წამოსულმა ტალღამ დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც შენობები, ასევე გაჩერებული ავტომანქანები. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ძალები. მეხანძრეები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის სრულ ლიკვიდაციაზე მუშაობენ და ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე იმყოფება 20 მეხანძრე 6 სახანძრო მანქანით და EMAK-ის ორი სამაშველო მანქანა. სამუშაოებში ათენის მუნიციპალიტეტის ტექნიკაც მონაწილეობს.

დაზიანებული შენობა მოკლევადიანი გაქირავების ობიექტად გამოიყენებოდა. წინასწარი შეფასებით, აფეთქების შესაძლო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა საბოლოო დასკვნა გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შემთხვევას ათენის სახანძრო სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო განყოფილება იძიებს.

ბუნებრივი აირის გაჟონვის ვერსიას ადგილობრივი მცხოვრებლებისა და თვითმხილველების ჩვენებებიც ამყარებს. მათი თქმით, აფეთქებამდე ტერიტორიაზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ათენის მუნიციპალიტეტის სამშენებლო საკითხების ვიცე-მერის, პარის ხარლავტისის განცხადებით, შენობა მთლიანად განადგურებულია და გამოყენებისთვის უვარგისია. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მხოლოდ სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

შემთხვევის შედეგად ახლომდებარე შენობიდან ორი ქალი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქების შედეგად ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევებისგან სხეულის დაზიანებები მიადგა კიდევ ერთ პირს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *