Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზაფხულო განრიგით გადაადგილებას იწყებს

სალონიკი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზაფხულო განრიგით გადაადგილებას იწყებს

სალონიკში დღეიდან, 1-ლი ივლისიდან საქალაქო ავტობუსები საზაფხულო განრიგით გადაადგილებას იწყებენ.

ცვლილებების მთავარი მიზანი ზაფხულის სეზონზე მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურება და ქალაქთან ახლოს მდებარე ზღვისპირა კურორტებზე გადაადგილების გამარტივებაა.

სალონიკის სატრანსპორტო ორგანიზაციის (ΟΣΕΘ) განცხადებით, როგორც ყოველწლიურად, წელსაც დამატებითი რეისები დაინიშნა იმ ავტობუსების ხაზებზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნად სანაპირო მიმართულებებს ემსახურება.

დამატებითი რეისები დაემატა შემდეგ ავტობუსის ხაზებს: №69 (Α.Σ. ΙΚΕΑ – Επανομή), №70 (Ν.Σ.Σ. – Επανομή), №71 (Ν.Σ.Σ. – Μηχανιώνα), №72 (Α.Σ. ΙΚΕΑ – Νέα Μηχανιώνα) და №77Η (Επανομή – Ποταμός.

ΟΣΕΘ-ის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს სალონიკის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისა და დამსვენებლების კომფორტულ გადაადგილებას ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, სადაც ამ პერიოდში მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

საზაფხულო განრიგის ამოქმედებით ადგილობრივებსა და ტურისტებს სანაპირო ზონებში გადაადგილება უფრო მარტივად და სწრაფად შეეძლებათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *