დიმას: კიფსელზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს
დიმას: კიფსელზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს
საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხრისტოს დიმასმა განაცხადა, რომ ათენიში, კიფსელზე მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობისას გამოყენებული გვირაბგამყვანი მანქანის მუშაობის შედეგად შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრმა ტელეკომპანია SKAI-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბერძეთის მეტროსა და მე-4 ხაზის მშენებლობის განმახორციელებელი კონსორციუმის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და ტექნიკური ანგარიშების მიხედვით, კიფსელზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში საფრთხის შემცველი მდგომარეობა არ გამოვლენილა.
დიმასის განცხადებით, საბოლოო შეფასებისთვის ელოდებიან საბერძნეთის ტექნიკური პალატის ექსპერტების დასკვნებს. მისი თქმით, ინჟინრების რეკომენდაციების საფუძველზე საჭირო ყველა ღონისძიება დაუყოვნებლივ განხორციელდება, მათ შორის უკვე არსებული დაზიანებების აღმოფხვრაც.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გატარებული ზომების შემდეგ შენობების მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. შესაბამისი გარანტია წერილობითაც იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გაგრძელებას, დიმასმა განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა გვირაბგამყვანი სამუშაოების განახლება TEE-ს ტექნიკური დასკვნების მიღებისა და საჭირო ზომების განხორციელების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
