Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა გრძელდება

ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა გრძელდება

საბერძნეთში, ტების სარკინიგზო ტრაგედიის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლოში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იკითხებიან და იხსენებენ როგორც ავარიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ისე მათ მიერ განცდილ მძიმე ემოციურ ტკივილს.

დიმიტრის ბურნაზისმა, რომელმაც მამა და ძმა დაკარგა, სასამართლოს ტრაგედიის შემდეგ შექმნილი ქაოსის შესახებ უამბო. მისი თქმით, ოჯახის წევრები საათების განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. არამხოლოდ სატელეფონო ზარებით, არამედ ლარისაში ჩასვლის შემდეგაც კი ვერ მიიღო ოჯახმა სათანადო ინფორმაცია.

ბურნაზისმა აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, 2023 წელს ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე აღმოჩენილიყო და ამის გამო მამა და ძმა დაეკარგა. მან სასამართლოსგან პასუხისმგებელი პირებისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება მოითხოვა.

სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე ათანასია ბურნაზისმა, რომელმაც მამა და ძმა დაკარგა. მან გაიხსენა ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ ოჯახს თავიდან ვერ წარმოედგინა, რომ მათი ახლობლები დაღუპულთა შორის იყვნენ. მისი თქმით, მათ ეგონათ, რომ ოჯახის წევრები დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩავიდოდნენ, თუმცა საბოლოოდ სახლში ორი კუბო მიიტანეს.

ჩვენება მისცა ასევე ვასილიკი გეკამ. მან გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ტელევიზიით სარკინიგზო ავარიის შესახებ შეიტყო და დაუყოვნებლივ ლარისაში გაემგზავრა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაზარალებულის ადვოკატმა მოითხოვა ავარიის ადგილის ამსახველი დრონით გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული მასალა საქმის ოფიციალურ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი.

სასამართლო სხდომა 15 წუთით შეწყდა, რათა ვიდეომასალის ჩვენებისთვის ტექნიკური მომზადება განხორციელებულიყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *