Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მიწისძვრა ევიაში: მედიაში პირველი კადრები ვრცელდება-რას ამბობენ სეისმოლოგები

დღეს დილით, ევიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივ მედიაში პირველი კადრები ვრცელდება. მიუხედავად 5,2 მაგნიტუდისა მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალი დიდი არ არის, თუმცა დაზიანებულია მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები, ჩამსხვრეულია მინები. მეწყერი ჩამოწვა მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფელ პილის გზაზე. ეგეოსის აღმოსავლეთ მხარეს, კაკია სკალასთან გზა ჩახერგილია.

ამავდროულად სამოქალაქო დაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან და სახანძრო სამაშველო ძალები ტერიტორიაზე მუდმივ პატრულირებას ახორციელებენ. მათი ინფორმაციით ამ დრომდე გამოძახება არ ყოფილა.

სეისმოლოგების თქმით მიწისძვრა მთიან რაიონში მოხდა, რაც არ იწვევს შეშფოთებას.

ანტისეისმური დაგეგმარების და დაცვის სამსახურის პრეზიდენტის ევთიმიოს ლეკას განცხადებით, ეს მიწისძვრა მოხდა დიდი ხნის აქტიური სეისმურობის მქონე რაიონში, რომელსაც დიდი მიწისძვრები არასდროს გამოუწვევია. მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები, რასაც გარკვეული ყურადღება სჭირდება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *